ზიდანის გეგმა ბ, თუ პოგბას ტრანსფერი ჩაიშლება

ზიდანის გეგმა ბ, თუ პოგბას ტრანსფერი ჩაიშლება

ზინედინ ზიდანს ალტერნატიული ვარიანტი აქვს, თუ პოლ პოგბას ტრანსფერი ვერ შედგება.

გამოცემა AS იტყიბინება, რომ ზიდანი ნახევარდაცვის ზონის გასაძლიერებლად "ბლანკოსში კიდევ ერთ მოთამაშეს დაიმატებს. პირველ კანდიდატად "ემიუს" მოთამაშეს, პოლ პოგბას განიხილავს, თუმცა ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ალტერნატივა უკვე მოძიებული აქვს.

საუბარია "რენის" ჰავბეკზე, ედუარდო კამავინგაზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ერთერთ ყველაზე ნიჭიერ, პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება მსოფლიოში. ზიდანი თანამემამულეში ახალ კლოდ მაკელელეს ხედავს და ეცდება ესპანეთში სათამაშოდ დაიყოლიოს, როგორც ეს 2011 წელს რაფაელ ვარანის შემთხვევაში გააკეთა. ერთადერთი პრობლემა – კამავინგას ფასია, რომელიც 50 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ზიდანის ავტორიტეტმა შესაძლოა მთავარი როლი ითამაშოს ამ მოლაპარაკებებში.
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.