"რეალი" პოგბას გარდა 3 ნახევარმცველზე ნადირობს

"რეალი" პოგბას გარდა 3 ნახევარმცველზე ნადირობს

პოლ პოგბა დიდებული ნახევარმცველია, რომელსაც ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გუნდში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ფრანგი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს კარგად გრძნობს. მისთვის ბრძოლაში კი ფავორიტები მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან. 

"TheRealChamps"-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბმა 27 წლის ფეხბურთელში იმდენი თანხა არ უნდა გადაიხადოს, რამდენსაც ინგლისელები ელოდებიან. სანაცვლოდ წყარომ სამი ალტერნატივაც კი დაასახელა.
მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც ამჟამად "ლაციოს" ღირსებას იცავს კარგი შენაძენი შეიძლება გამოდგეს. 25 წლის ფლეიმეიკერი რომაული გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2017 წლიდან აქტიურად გამოდის სერბეთის ნაკრებშიც. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა. მისი სატრანსფერო ღირებულენა 64 მილიონი ევროა.

კევინ დე ბრუინი ნამდვილი მაესტროა, რომელსაც ნებისმიერ გულშემატკივარი უდიდესი სიამოვნებით იხილავდა საყვარელ კლუბში. ბელგიელი ნახევარმცველი ნამდვილი ასისტების მანქანაა და არც გოლების ნაკლებობას უჩივის. 120 მილიონ ევროდ შეფასებულმა 28 წლის მოთამაშემ "მანჩესტერ სიტის" მაისურით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და თავი 8 გოლსა და 17 საგოლე გადაცემას მოუყარა.

სიაში მესამეა გერმანელი ვუნდერკინდი კაი ჰავერცი. 20 წლის ფეხბურთელი "ლევერკუზენში" გამოდის და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში უკვე 11 გოლში მიიღო მონაწილეობა. 22 შეხვედრაში და მან ექვსჯერ გაიტანა და ხუთჯერ სხვას გაატანინა. მისი სატრანსფერო ფასი 81 მილიონი ევროა.
არავინ იცის რა იქნება მომავალში და ვის შეიძენს "ლოს ბლანკოსი" ამ ოთხი ფეხბურთელიდან ან მოიყვანს თუ არა საერთოდ სხვა მოთამაშეს, მაგრამ "რეალი" ნებისმიერ შემთხვევაში გახდება უფრო ძლიერი.
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.