კროოსმა საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

კროოსმა საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტონი კროოსმა მედიასთან საუბარში საკუთარი აზრით ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა.

იმ პერიოდიდან, როცა მე სპორტს აქტიურად ვადევნებ თვალს, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად როჯერ ფედერერი მიმაჩნია. ვფიქრობ, ნებისმიერს ძალიან გაუჭირდება, რომ მასზე წინ დადგეს. ჩემი აზრით, შვეიცარიელმა წარმატებისა და სილამაზის მიქსი მოახდინა.

მას რამდენჯერმე შევხვედრილვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როჯერი ერთ-ერთი საუკეთეოს პიროვნებაა, ვინც ოდესმე მინახავს. მიხარია, რომ ის ფეხბურთითაა დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ „ბაზელის“ ერთგული გულშემატკივარია."-განაცხადა ტონიმ.
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.