ზიდანს სხვა გუნდი ორმაგ ხელფასს ჰპირდება

ზიდანს სხვა გუნდი ორმაგ ხელფასს ჰპირდება

"პსჟ"-ს და "მანჩესტერ სიტის" პროექტების შემდეგ, ბაზარზე კიდევ ერთი არაბი შეიხი გამოჩნდა. პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი "ნიუკასლით" ეცდება მსოფლიოს გადატრიალებას და ახალი, ძლიერი გუნდის შექმნას. მართალია, მას ჯერ კიდევ არ შეუძენია "ნიუკასლი" ოფიციალურად, თუმცა ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია და პრინცი უკვე გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს.

მთავარი სამიზნე ახალი მწვრთნელია, მაურისიო პოჩეტინიოს, მასიმილიანო ალეგრის და კიდევ არა ერთი სპეციალისტის შემდეგ, "ნიუკასლს" ზინედინ ზიდანიც დაუკავშირეს. ესპანური გამოცემა, Defensa, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ნიუკასლი" მზად არის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ხელფასი გაუორმაგოს. 

ამჟამად ზიდანის ანაზღაურება კვირაში 190 ათასი ევროა, "კაჭკაჭები" კი მზად არიან ფრანგს კვირაში 380 ათასი გადაუხადონ. მიუხედავად ამისა, ზიდანის ინგლისურ გუნდში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, მას კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ახალი დიდი პროექტის აშენება სურს.
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.