"რეალს" ახალი სუპერ ტრიო ეყოლება

"რეალს" ახალი სუპერ ტრიო ეყოლება

მადრიდის „რეალის“ ისტორიაში BBC (კარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ტრიოა. 
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ 2021 წლისთვის კილიან მბაპეს, ედენ აზარისა და ერლინგ ჰოლანდის სახით ახალი დიდი სამეულის შეკვრას აპირებს. 

გამომდინარე იქიდან, რომ ფრანგი და ნორვეგიელი შემტევების შეძენა 2020 წლის ზაფხულში თითქმის შეუძლებელია, ფლორენტინო პერესი ამ გეგმის რეალიზაციას 2021 წელს გეგმავს.

დიდი ალბათობით, მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერები კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც მადრიდელებს პრობლემას იშვიათად უქმნიდა.
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.