ფრანგი ფეხბურთელი: პოგბა "რეალისთვის" იდეალურია

ფრანგი ფეხბურთელი: პოგბა "რეალისთვის" იდეალურია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის კრისტოფ დუგარის აზრით, პოლ პოგბა "რეალისთვის" იდეალური მოთამაშეა და ის გუნდის პრობლემებს გადაჭრის.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რეალის შემადგენლობას ასაკი ემატება. გუნდს უჭირს შეტევაში გადასვლა, მეტოქის ხაზების გარღვევა კარგი ნახევარდაცვის წინააღმდეგ და მომენტების შექმნა.

პოგბას ამის გაკეთება შეუძლია. ის არის ბიჭი, რომელსაც შეუძლია გოლების გატანა. ჩემთვის ის იდეალური მოთამაშეა რეალისთვის, რათა გუნდმა ეს დანაკლისი ამოავსოს."

დუგარიმ დაამატა, რომ პოგბას წინა სეზონი ტრავმების გამო ჩაუვარდა, თუმცა მას ფორმაში ჩადგომა არ გაუჭირდება. მისი აზრით, პოგბას ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

ფრანგ ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის უკანასკნელი სეზონი აკავშირებს, თუმცა ინგლისურ გუნდს კიდევ 1 წლით შეუძლია ხელშეკრულების გაგრძელება. 
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.