"რეალი" ჰოლანდის გამო 3 ფეხბურთელს გაუშვებს

"რეალი" ჰოლანდის გამო 3 ფეხბურთელს გაუშვებს

ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს იპყრობს. ავსტრიის ჩეპმიონატის შემდეგ, მან ტემპი ბუნდესლიგაშიც არ დააგდო. "ბორუსიაში" ჩატარებულ 12 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია. 19 წლის მოთამაშისთვის დიდი ნადირობაც გამოცხადდა, ერთ-ერთი მთავარი მონადირე კი მადრიდის "რეალია."

Express-ის ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან გარეტ ბეილი, ხამეს როდრიგესი და მარიანო დიასი გაასხვისონ, რათა ჰოლანდის ტრანსფერი დააფინანსონ. კორონა ვირუსის პანდემიამ ყველა გუნდს ფინანსური ზიანი მიაყენა, შესაბამისად ისეთი ძვირადღირებული მოთამაშეების შესაძენად, როგორიც ჰოლანდია, გუნდებს მოთამაშეების გაყიდვაც მოუწევთ.

კლუბის ერთ-ერთი ინსაიდერი იტყობინება, რომ ჰოლანდის ტრანსფერი პირადად ზიდანის სურვილია. ზიდანის აზრით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ფეხბურთელია ჰოლანდის მსგავსი და მისნაირად გოლის გამტანი. 

"რეალის" გარდა, ნორვეგიელის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ერლინგის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს ფლორენტინო პერესთან. მისი კლიენტებიდან მხოლოდ ალფონსო არეოლამ მოახერხა რეალში გადასვლა. 
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.