"რეალი" - "სიტი" 23:55 (პრევიუ)

"რეალი" - "სიტი" 23:55 (პრევიუ)

                                                მატჩი: მადრიდის "რეალი" - "მანჩესტერ სიტი"
                                               ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა (1/8)
                                               სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ"
                                               თარიღი: 2.26.2020
                                               დასაწყისი: 23:55 (თბილისის დროით)
                                               ტრანსლაცია: MyReal.Ge

 
                                        მადრიდის "რეალი" - "მანჩესტერ სიტი"

ხვალ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება შეხვედრა, სადაც მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა. რაც შეეხება გრანდებს, მათგან არცერთი არ არის სათანადო ფორმაში, სწორედ ამიტომ იქნება საინტერესო ეს შეხვედრა, რადგან არავინ არ იცის რა მოხდება. გარდა ამისა უნდა ავღნიშნოტ, რომ "რეალი" შეხვედრას ძალიან დიდი დანაკლისით შეხვდება, კერძოდ კი ედენ აზარი ტრავმის გამო ვერ შეძლებს თამაშს.


                                                  მადრიდის "რეალი"

ალბათ ახალი ამბავი არ არის, ის, რომ სამეფო კლუბი ძალიან ცუდ ფორმაშია. "ბლანკოსმა' ბოლო ორი შეხვედრიდან ვერცერთში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. გარდა ამისა გუნდს ვერ დაეხმარებიან აზარი, როდრიგო და ასენსიო, რაც ძალიან დიდი დანაკლისია "რეალისთვის"

დისკვალიფიკაცია: როდრიგო
ტრავმა: ედენ აზარი, ასენსიო
კითხვის ნიშნის ქვეშ: ბეილი, იოვიჩი


                                                   "მანჩესტერ სიტი"

მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელები" პრემიერლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებიან, ისინიც არ არიან კარგ ფორმაში, კერძოდ კი ბოლო 5 თამაშში "სიტიმ" მხოლოდ 3 მოიგო, ხოლო დანარჩენი 2-ში კი დამარცხდა. რაც შეეხება დანაკლის, "სიტის" არ აქვს ისეთი სერიოზული დანაკლისი, როგორიც მადრიდის "რეალს" აქვს.

დისკვალიფიკაცია: არ არის.
ტრავმა: სანე
კითხვის ნიშნის ქვეშ: სტერლინგი


                                                სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის "რეალის" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: კურტუა,რამოსი, ვარანი, მენდი, კარვახალი, კაზემირო, კროოსი, ვალვერდე, ისკო, ვინიციუსი, ბენზემა.

"მანჩესტერ სიტის" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: ედერსონი, ფერნადინიო, სტოუნსი, კანსელო, მენდი, როდრი, დე ბრუინი, სილვა, ბერნარდო სილვა, აგუერო, გაბრიელ ჟესუსი.


                                                  ურთიერთ შეხვედრები

რაც არ უნდა გასაკვირი, იყოს მათ შორის, მხოლოდ 6 შეხვედრა გაიმართა, აქედან 3 "რეალმა" მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 1 შეხვედრაში "სიტიმ" შეძლო გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ "რეალი" "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წლის ნახევარფინალში შეხვდა და მადრიდულმა გრანდმა მანჩესტერული გრანდი ორი მატჩის ჯამშში 1:0 სძლია.



                                                   წინა შეხვედრა


ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.