AS: რაიოლა მაქსიმუმს აკეთებს, რომ პოგბა რეალში გადავიდეს

AS: რაიოლა მაქსიმუმს აკეთებს, რომ პოგბა რეალში გადავიდეს

მინო რაილოას მთავარი ამოცანა პოლ პოგბას მადრიდის "რეალში" ტრანსფერის განხორციელებაა.

ესპანური გამოცემის თანახმად, 27-წლის ფრანგს "სამეფო კლუბში" თამაში უნდა, თუმცა მისი შეძენით ყოფილი კლუბი "იუვენტუსიც" სერიოზულად ინტერესდება. 

გამოცემა წერს, რომ პოგბას ტრანსფერში მთავარ როლს მისი აგენტი, მინი რაიოლა ითამაშებს, რომლის უდიდესი სურვილია, პოლმა "რეალის" მაისური მოირგოს.

პოგბას მიმდინარე კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2021 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ხელმძღვანელობას კიდევ ერთი წლით სურს ფრანგთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ყველაფერი პოგბაზე იქნება დამოკიდებული.

ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.